ვლაჰოვიჩი:“ ჩვენ შეცდომების უფლება აღარ გვაქვს“
იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა, ვინც მანჩესტერ სიტისთან მატჩის MVP გახდა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვიყავი თუ არა დღეს ჰოლანდზე უკეთესი ? დღეს სრულიად გუნდმა ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ და გავაკეთეთ ყველაფერი, რაც სასურველი შედეგის მისაღწევად იყო საჭირო. ამ გამარჯვებამ სეზონის დარჩენილ ნაწილზე შესაძლოა ძალიან დიდი გავლენა იქონიოს.
„გოლი ? მე გამიმართლა კიდეც, რადგან ბურთი ხაზს ძალიან მცირე მანძილით გაცდა, მაგრამ რაც ეს გოლი იყო და ჩვენ საბოლოო ჯამში 3 ქულა მოვიპოვეთ.
„რა არის საჭირო კიდევ უფრო მაღალ დონეზე ასასვლელად ? ჩვენ ამ თემაზე ბოლონიასთან მატჩის შემდეგ ვისაუბრეთ და ვთქვით ყველაფერი, რაც საჭირო იყო. ჩვენ ვერ დაველოდებით სახეში სილას იმისთვის, რომ თამაში დავიწყოთ. მე ბიჭებს ვუთხარი, რომ თუ ბოლონიასთან ბოლო 20 წუთის მსგავსად თამაში შეგვიძლია, ეს პირველივე წუთიდან უნდა გავკაეთოთ.
„დღევანდელი მატჩისთვის დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ამ პოტენციალის გამოყენება მხოლოდ ბევრი მუშაობით არის შესაძლებელი.“