ვლაჰოვიჩი იუვენტუსის წინადადებით უკმაყოფილოა…
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩის ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებს, თუმცა მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები არც თუ ისე პოზიტიურად ვითარდება და მისი გაყიდვის ალბათობა სულ უფრო იზრდება.
Corriere dello Sport-ის ცნობით, დუშანი იუვენტუსში დარჩენის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ ხელფასის 12 მილიონიდან 8-9 მილიონამდე შემცირებაზე უარს ამბობს, რაც მხარეებს შორის შეთანხმებას შეუძლებელს ხდის.
წყაროს ინფორმაციით, დეკემბერში მხარეები გადამწყვეტ შეხვედრას გამართავენ და თუ საერთო ენა ვერც ამჯერად გამონახეს, სერბი ფორვარდი გუნდს სეზონის ბოლოს დატოვებს.