TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ფაჯოლის იუვენტუსიდან წასვლა რეალური ხდება…

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნიკოლო ფაჯოლის გაყიდვას სერიოზულად განიხილავს.

Corriere dello Sport-ის ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს მსურველები მრავლად ჰყავს და მათ შორის ყველაზე მეტად ინგლისური გუნდები აქტიურობენ.

ბიანკონერი ფაჯოლის 20-25 მილიონ ევროდ გაყიდვას განიხილავს, რაც გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში პრობლემური პოზიციების გაძლიერებაში დაეხმარება.

error: დაცული კონტენტი !