TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მილიკი მოტას განკარგულებაში კალიარისთან მატჩში დაბრუნდება

იტალიური მედიის ცნობით, არკადიუშ მილიკის სარეაბილიტაციო პროცესი პოზიტიურად მიმდინარეობს და პოლონელი ფორვარდის მოედანზე დაბრუნების დრო ახლოვდება.

IlBIanconero-ს ცნობით, მილიკი ტურინული გრანდის განკარგულებაში 18 დეკემბერს, კალიარისთან გასამართ მატჩში დაბრუნდება.

30 წლის ფეხბურთელმა ტრავმა ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მიიღო, რის გამოც ის მიმდინარე სეზონში გუნდის დახმარებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

error: დაცული კონტენტი !