ვიტორიას ყოფილი მწვრთნელი:“ კოშტა იუვენტუსისთვის მზად არის, ის დიდებული ფეხბურთელია“
ვიტორიას ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ალვარო პაჩეკომ ალბერტო კოშტას იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერი შეაფასა.
„კოშტა დიდებული ფეხბურთელია, მას სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში, არის ძალიან ნიჭიერი და მოტივირებული.
„ვფიქრობ, ის იუვენტუსის დონის გუნდში თამაშისთვის მზად არის და დარწმუნებული ვარ, ქომაგები მას ძალიან მალე შეიყვარებენ.“