TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვლაჰოვიჩის ტრანსფერით ბარსელონაც დაინტერესდა

იტალიურ მედიაში იუვენტუსიდან დუშან ვლაჰოვიჩის წასვლის თაობაზე ცნობები არ წყდება.

სერბი ფორვარდის კონტრაქტი იუვენტუსისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება და ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, მისი გუნდიდან წასვლის შანსი სულ უფრო იზრდება.

გასულ კვირებში ვლაჰოვიჩი ინგლისურ გრანდებს დაუკავშირეს, Gazzetta dello Sport-ის ცნობით კი სერბის მიმართ ინტერესს ბარსელონაც იჩენს.

იუვენტუსი დუშანის სანაცვლოდ 55-60 მილიონი ევროს მიღებას ეცდება.

error: დაცული კონტენტი !