იუვენტუსის ახალი წინადადება ბარსელონას…
ესპანური გამოცემა Relovo-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ბარსელონას რონალდ არაუხოს თაობაზე ახალი წინადადებით უახლოეს საათებში მიმართავს.
წყაროს ცნობით, ბიანკონერი ბლაუგრანას საერთო ჯამში 25 წლის ურუგვაელი მცველის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს შესთავაზებს.
გამოცემის ინფორმაციით, ინიგო მარტინესის ტრავმამ იუვენტუსს საქმე გაურთულა, თუმცა ჯერჯერობით გამორიცხული არაფერია.