TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვიდალი:“ იუვენტუსს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავდა“

იუვენტუსის ყოფილი ფეხბურთელის არტურო ვიდალის აზრით, ტურინულ გრანდს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავდა.

„პირლო-მარკიზიო-პოგბა-ვიდალის ოთხეული ? ეს ერთპიროვნულად საუკეთესო ნახევარმცველია, რომელშიც მე მითამაშია და მინახავს. ვფიქრობ, იუვენტუსს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ნახევარდაცვა ჰყავდა.“

ვიდალი ტურინული გრანდის ღირსებას 2011-15 წლებში იცავდა. ჩილელმა ფეხბურთელმა იუვეს რიგებში 171 მატჩში 48 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა გააკეთა.