კინის სანაცვლოდ მიღებული ფულით იუვე ტურამის ტრანსფერს დახურავს
კრისტიანო ჯუნტოლი სატრანსფერო ფანჯარაზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს და უახლოეს დღეებში ტურინული გრანდი ერთდროულად რამდენიმე ტრანსფერის დახურვას გეგმავს.
როგორც უკვე მოგახსენეთ (იხილეთ აქ), იუვენტუსმა და ფიორენტინამ მოიზე კინის ტრანსფერის ყველა დეტალი შეათანხმეს და Sky Sport-ის ცნობით, იტალიელი ფორვარდის სანაცვლოდ მიღებული თანხით ჯუნტოლი კეფრენ ტურამის ტრანსფერის დახურვას გეგმავს.
წყაროს ცნობით, ტურამის ტრანსფერი ნიცადან იუვენტუსში მომდევნო კვირის ბოლომდე გაოფიციალურდება, შემდეგ კი ჯუნტოლის ერთ-ერთი საზრუნავი ატალანტასთან ტეუნ კოპმეინერსის თაობაზე საერთო ენის გამონახვა იქნება.