TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსი და ვლაჰოვიჩი ახალ კონტრაქტზე მუშაობას აგრძელებენ

იუვენტუსსა და დუშან ვლაჰოვიჩს შორის ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.

სერბეთი ევროპის ჩემპიონატს დაემშვიდობა, რაც იუვენტუსს დუშანთან მოლაპარაკებების განახლების საშუალებას აძლევს.

ვლაჰოვიჩის კონტრაქტი იუვენტუსთან 2026 წლის ზაფხულში იწურება და ის ტიაგო მოტას გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მოიაზრება, თუმცა პრობლემა მისი ხელფასია. დუშანის გასამრჯელო მომდევნო სეზონიდან 12 მილიონ ევრომდე გაიზრდება, ბიანკონერის კი მისი კონტრაქტის კიდევ 2 წლით გაგრძელება და მისი ხელფასის 7-7.5 მილიონამდე შემცირება უნდა.