TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე რეტეგის ტრანსფერში მირეტის ჩართვას განიხილავს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ინტერესი ჯენოასა და იტალიის ნაკრების ფორვარდის მატეო რეტეგის მიმართ სერიოზულია.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის 25 წლის შემტევის თაობაზე მოლაპარაკებები უახლოეს პერიოდში დაიწყება.

გენუელები რეტეგის 20 მილიონ ევროდ აფასებენ, თუმცა იუვენტუსი ამ თანხის გადახდას არ აპირებს და შესაძლოა ტრანსფერში ფაბიო მირეტი ჩართოს, რომლის მიმართ ჯენოა ინტერესს დიდი ხანია იჩენს.