ვეა:“ ლილთან შედეგის გამო იმედგაცრუებულები ვართ“
ტიმოთი ვეამ UEFA-სთან გუშინდელი მატჩი შეაფასა.
„ვფიქრობ, გუშინ ორივე გუნდმა თავი ძალიან კარგად წარმოაჩნა. ჩვენ მეორე ტაიმში უკეთესები ვიყავით და სამწუხაროა, რომ მეორე გოლის გატანა და გამარჯვება ვერ შევძელით. ცენტრალურ ზონაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი იყო, ამიტომ ჩვენ ფლანგების გამოყენება დავიწყეთ და არაერთი მომენტი შევქმენით.
„ჩვენ ვიცოდით, რომ ლილს კონტრ-შეტევებზე თამაში ძალიან კარგად შეეძლოთ, მათ ერთი შანსი მიეცათ და გოლის გატანა მოახერხეს.
„ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, გუნდს გაცილებით მეტი შეუძლია და ვიცით, მიზნების მისაღწევად დაუღალავი შრომაა საჭირო.“