იუვენტუსი ვლაჰოვიჩისთვის შეთავაზების გაუმჯობესებას არ აპირებს
იუვენტუსი დუშან ვლაჰოვიჩისთვის გაუმჯობესებული წინადადების შეთავაზებას არ აპირებს.
ნიკოლო სკირას ცნობით, ტურინული გრანდი მზად არის, სერბს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივოს, რომლის მიხედვითაც მისი გასამრჯელო 6 მილიონი იქნება, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 1 მილიონი დაემატება.
წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ვლაჰოვიჩისთვის უკეთესი პირობების შეთავაზებას არ აპირებს და ახლა ყველაფერი დუშანის სურვილზეა დამოკიდებული.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
