TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ჯაკობელი:“ მოტას იუვენტუსში კარგი სტარტი აქვს, გუნდს ვიცე-ვლაჰოვიჩი სჭირდება“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხავიერ ჯაკობელიმ ლილთან იუვენტუსის მატჩი შეაფასა.

„ლილი ძალიან კარგი გუნდია, ატლეტიკოსა და რეალის დამარცხება შემთხვევითობა არ იყო, თუმცა იუვენტუსმა გუშინ მეტოქეს აჯობა და ვფიქრობ, 3 ქულა დაიმსახურა.

„ვლაჰოვიჩი ? დუშანმა იუვენტუსის რიგებში უკვე 50 გოლი გაიტანა, ეს მისთვის მიმდინარე სეზონში მე-9 გოლი იყო, ვლაჰოვიჩს ამ მომენტისთვის გუნდის შეტევის ტარება ზურგით უწევს და ვფიქრობ, ჯუნტოლის იანვარში ვიცე-ვლაჰოვიჩის გაფორმება მართებს.

„მოტა ? თუ ყველა ფაქტორს გავითვალისწინებთ, მოტას სტარტი იუვენტუსში პოზიტიურია. ტიაგო არა მხოლოდ აწმყოს, არამედ მომავლის იუვენტუსს აშენებს, რომელიც ახალგაზრდული და ძლიერი გუნდი იქნება.“

error: დაცული კონტენტი !