TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ბალძარინი:“ იუვეს პროგრესი სახეზეა, კოპმეიენრსის ფორმაში შესვლის შემდეგ ჩვენ სხვა გუნდს ვიხილავთ“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანი ბალძარინიმ იუვენტუსის პროგრესი შეაფასა.

„ვფიქრობ, დღევანდელი იუვენტუსის შედარება გასული წლების გუნდთან შეუძლებელია და ტიაგო მოტას გუნდმა ეს გასულ 2 მატჩში დაამტკიცა.

„იუვენტუსმა უდინეზესთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, ლილის წინააღმდეგ კი ძალიან კარგად ითამაშა და ვფიქრობ, მოტას ბიჭებმა 3 ქულა დაიმსახურეს.

„ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც ტეუნ კოპმეიენრსი ფორმას დაიბრუნებს, იუვენტუსი კიდევ უფრო ძლიერი გახდება, თუმცა კრისტიანო ჯუნტოლის იანვარში მცველისა და ფორვარდის გაფორმება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოტას პრობლემები ექნება. ამ მომენტისთვის მას ვლაჰოვიჩის შემცვლელი არ ჰყავს.“

error: დაცული კონტენტი !