TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ვეა:“ ჩვენ სკუდეტოსთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“

იუვენტუსის ფეხბურთელმა ტიმოთი ვეამ Il Giornale-სთან საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„ცენტრ-ფორვარდის პოზიციაზე შესაძლო თამაში ? მე ეს არ მაშინებს. კარიერის სტარტზე სწორედ ფორვარდის პოზიციაზე ვთამაშობდი, თუმცა შემდეგ ემერიმ ფლანგზე გადამიყვანა, რითიც ჩემს სისწრაფეს უკეთ ვიყენებ.

„საყვარელი პოზიცია ? მარცხენა ფლანგი, რადგან ცენტრისკენ შეწევა და მარჯვენა ფეხით დარტყმა შემიძლია, მაგრამ მე ვითამაშებ იქ, სადაც გუნდს დავჭირდები.

„მოტა ? მე ის ჯერ კიდევ პსჟ-დან მახსოვს, ტიაგო დიდებული ფეხბურთელი იყო, ის თავისი ინტელექტით ყოველთვის გამოირჩეოდა და მისგან კარიერის საწყის ეტაპზე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

„მილანის რომელ ფეხბურთელებს გამოვარჩევდი ? ლეაუ, ის ნამდვილი ფენომენი, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. ასევე მენიო, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა.

„მილანის ფეხბურთელი, ვისაც იუვენტუსში ვისურვებდი ? რეინდერსი, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ვინც გუნდს საჭირო ბალანსს სძენს.

„ჩვენი მიზნები მიმდინარე სეზონში ? ჩვენ ძალიან ახალგაზრდული, მაგრამ ძლიერი გუნდი გვყავს, დიდი პოტენციალით. ჩვენ იუვენტუსი ვართ, ამიტომ ტიტულზე ვფიქრობთ და ჩემი აზრით ფავორიტებიც ვართ.“

error: დაცული კონტენტი !