ტურამის შემდეგ, ჯუნტოლი 3 ტრანსფერის დახურვას გეგმავს
კეფრენ ტურამის ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, კრისტიანო ჯუნტოლი კი გუნდის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის პრიორიტეტი ამ მომენტისთვის 3 ფეხბურთელის ტრანსფერის დახურვაა.
წყაროს ცნობით, ჯუნტოლის უმოკლეს დროში ტეუნ კოპმეინერსის, ჟან-კლერ ტოდიბოსა და ჯეიდონ სანჩოს გაფორმება სურს, რითიც გუნდის მთავარი ბირთვის ჩამოყალიბება დასრულდება.