ოფიციალურად: კეფრენ ტურამი იუვენტუსის ფეხბურთელია
იუვენტუსმა ნიცადან კეფრენ ტურამის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.
ფრანგი ფეხბურთელი ტურინული გრანდის რიგებს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რასაც მომავალში ბონუსების სახით კიდევ 5 მილიონი დაემატება.
ლილიან ტურამის შვილმა იუვენტუსთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, მისი გასამრჯელო სეზონში 2.3 მილიონი ევრო და გარკვეული ბონუსები იქნება.