TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა და ნიცამ ტოდიბოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყეს

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყო.

ფრანგები 24 წლის მცველის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ითხოვენ, რის გადახდასაც იუვე არ აპირებს, თუმცა გუნდებს შორის არსებული კარგი ურთიერთობის ფონზე, ტურინულ გრანდს ნიცასთან საერთო ენის გამონახვის იმედი აქვს.

იტალიელებს ისიც ეხმარება, რომ ტოდიბომ იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა უკვე განაცხადა და კარიერის ტურინში გაგრძელება სურს.