TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამის შემდეგ იუვე დი გრეგორიოს ტრანსფერს გააოფიციალურებს

კრისტიანო ჯუნტოლი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აგრძელებს და ბიანკონერის დირექტორმა უკვე ორი ტრანსფერის დახურვა შეძლო.

დუგლას ლუისი იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდა, კეფრენ ტურამის ტრანსფერს კი გაოფიციალურებაღა აკლია (დეტალები იხილეთ აქ).

SportItalia-ს ინფორმაციით, ფრანგი ნახევარმცველის შემდეგ, იუვენტუსი მონცადან მიკელე დი გრეგორიოს ტრანსფერის დახურვას გეგმავს. ლომბარდიელებთან ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, რომლის მიხედვითაც ტურინული გრანდი სერია ა-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გაიფორმებს.

ის გუნდში ვოიცეხ შესნის შემცვლელი გახლავთ, რომელმაც გუნდის დატოვების მზადყოფნა გამოთქვა (იხილეთ აქ).