TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვე ლოკატელის გაყიდვასა და მიღებული თანხით კოპმეიენრსის გაფორმებას გეგმავს

ფრანგული წყაროების შემდეგ, იუვენტუსიდან მანუელ ლოკატელის შესაძლო წასვლის თაობაზე იტალიაშიც ალაპარაკდნენ.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, კრისტიანო ჯუნტოლის მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ლოკატელის გაყიდვა და მის სანაცვლოდ მიღებული თანხით ტეუნ კოპმეიენრსის ტრანსფერის დახურვა სურს.

ლოკატელის გასულ კვირებში აქტიურად მარსელს უკავშირებენ, სადაც ფეხბურთელის ხილვა პირადად რობერტო დე ძერბის სურს. ბიანკონერი ლოკატელის სანაცვლოდ 30-35 მილიონ ევროს ითხოვს.