TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შესნი:“ იუვენტუსისთვის პრობლემა არასოდეს გავხდები“

იუვენტუსის კარის დარაჯმა ვოიცეხ შესნიმ, რომლის გუნდის წასვლასთან დაკავშირებით გასულ კვირებში აქტიურად იწერებოდა, საკუთარ მომავალზე ისაუბრა.

„მე კონტრაქტებს ყოველთვის პატივს ვცემ, თუმცა თუ გუნდს, რომელმაც ამდენი წლის განმავლობაში ყველაფერი მომცა, ჩემი დახმარება და კონტრაქტის გაწყვეტა სჭირდება, მე პრობლემა არ გავხდები.“

შესნის მიმართ ინტერესს არაბული ალ-ნასრი და მონცა იჩენენ, ბიანკონერი მის სანაცვლოდ მიკელე დი გრეგორიოს გაფორმებას გეგმავს.