ტურამი:“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, მაგრამ მოდუნების უფლება არ გვაქვს“
ხეფრენ ტურამის კომენტარი ბოლონიასთან მატჩის შემდეგ.
„ბოლონიას წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, მაგრამ დღეს ჩვენ ძალიან კარგად ვითამაშეთ და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ეს ჯერ დასასრული არ არის და ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ.
„დავიწყეთ თუ არა სატურნირო ცხრილში წინ ყურება ? არა, ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავებზე, განვითარებაზე და წინსვლაზე ვფიქრობთ. ჩვენი მეტოქეების შედეგები არაფერს ცვლის, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა.
„მიკრძალავს თუ არა მწვრთნელი საჯარიმოსთან უფრო ახლოს თამაშს და მეტი გოლის გატანაზე მუშაობას ? არა, არასოდეს. მწვრთნელი მეუბნება, რომ ჩემი მახასიათებლები უკეთ გამოვიყენო და არსებული ზონები ავითვისო, მაგრამ ამავდროულად ის ჩემგან ბალანსს მოითხოვს. სპალეტი ძალიან ძლიერი და ჭკვიანი მწვრთნელია, მისი რჩევები მე ძალიან მეხმარება.“
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
