ვლაჰოვიჩი იუვენტუსის წინადადების მიღებას განიხილავს
დუშან ვლაჰოვიჩი შესაძლოა იუვენტუსის რიგებს დაუბრუნდეს და მომდევნო სეზონში ტურინული გრანდისთვის შეუტიოს.
სერბი ფორვარდი უკვე რამდენიმე კვირაა თავისუფალი აგენტია, თუმცა ის ახალი გუნდის პოვნას ვერ ახერხებს.
ვლაჰოვიჩმა ერთადერთი სარფიანი წინადადება ბეშიქთაშისგან მიიღო, მაგრამ მას თურქეთში თამაში არ სურს, ევროპული გრანდები კი მის მიერ მოთხოვნილი ფინანსური ასპექტების დაკმაყოფილებას არ აპირებენ.
იუვენტუსი ვლაჰოვიჩთან მოლაპარაკებების განახლების წინააღმდეგი არ არის, თუ სერბი ტურინული გრანდის წინადადებას ყოველგვარი მოლაპარაკებების გარეშე დათანხმდება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
