TuttoJuve

Juve per sempre sarà

კალულუ:“ ასისტი ? ამ ასპექტზე ძალიან ბევრს ვმუშაობ“

პიერ კალულუმ ბოლონიასთან მატჩი შეაფასა.

„საგოლე გადაცემა ? დიახ, ამ სეზონში მე ასისტების მხრივ დიდი პროგრესი მაქვს, რადგან ვარჯიშების დროს ბევრს ვმუშაობ. ბედნიერი ვარ, რომ ჯონიმ შანსი გამოიყენა და გაიტანა.

„უკეთესი თამაში დაცვაში ბოლო მატჩებში ? დიახ, ეს მწვრთნელის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა. ვფიქრობ, გუნდი დაკარგული ბურთის დაბრუნებაზე უფრო ინტენსიურად და აქტიურად მუშაობს, რაც თავის მხრივ დაცვაში საქმეს გვიმარტივებს. ახლა, როდესაც კვირაში ერთი მატჩი გვაქვს, ჩვენ უფრო მეტი ვარჯიშის შესაძლებლობა გვაქვს, რომელთა დროსაც გუნდი დაცვით ფაზაზე ბევრს მუშაობს და ეს მატჩებზეც აისახება.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !