TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს“

ლუჩიანო სპალეტიმ ბოლონიასთან გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„გოლის აღნიშვნა ? ფეხბურთელების ერთად და ბედნიერად ნახვა ძალიან დიდი სიამოვნებაა. სასიამოვნოა, როდესაც გოლის ავტორი თანაგუნდელებს ელოდება და გოლს ერთად აღნიშნავენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია.

„გუშინდელი შედეგების შემდეგ იყო შანსი, რომ გუნდი მოდუნებულიყო და მოედანზე შესაბამისი მოტივაციით არ გასულიყო, თუმცა საბედნიეროდ ბიჭები მოედანზე პირველივე წამიდან მაქსიმალურად კონცენტრირებულები იყვნენ და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

„ჩვენ ვართ გუნდი, რომელიც კარგ ფეხბურთს თამაშობს. გვესმის, თუ რამდენად დიდი პასუხისმგებლობაა ამ მაისურის ტარება და ვიცით, რომ ჩვენ განვითარება უნდა გავაგრძელოთ. საბედნიეროდ, ბიჭები მაქსიმალურად მოტივირებულები არიან და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან, რაც თავის მხრივ მატჩებში გვეხმარება. ჩვენ სწორ გზაზე ვართ, მაგრამ სამუშაო ბევრია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !