TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტურამი:“ იუვენტუსს დაუყოვნებლივ დავთანხმდი, რადგან აქ თამაში ჩემი ოცნება იყო“

იუვენტუსის ახალწვეულმა კეფრენ ტურამმა ტურინულ გრანდში გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„რატომ იუვენტუსი ? ბიანკონერის წინადადება დაუყოვნებილვ მივიღე, რადგან აქ თამაში ჩემი უდიდესი ოცნება იყო.

„მამაჩემისგან კარგად ვიცი, რომ ეს იტალიაში უდიდესი გუნდია, ლილიანისთვის კი მსოფლიოში უდიდესი. ვიცი, რომ იუვენტუსის მაისურის ტარება გამარჯვებისთვის ბოლო წამამდე ბრძოლას ნიშნავს.

„ჩემი დადებითი თვისებები მოედანზე ? მე ბურთთან ერთად გადაადგილება, დაცვაში და შეტევაში გუნდის დახმარება და უბრალოდ ფეხბურთის თამაში მიყვარს. მინდა, თანაგუნდელებს მაქსიმალურად დავეხმარო და ერთად ყოველთვის გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.“