TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

იუვენტუსმა კოპმეინერსის ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

კეფრენ ტურამის ტრანსფერის დახურვის შემდეგ, კრისტიანო ჯუნტოლი ტეუნ კოპმეინერსს მიუბრუნდა და ატალანტასთან მოლაპარაკებები განაახლა.

ჯოვანი ალბანეზეს ინფორმაციით, ტიაგო მოტა ნიდერლანდელ ფეხბურთელს იუვენტუსის ახალი ნახევარდაცვის ხაზის დასასრულებლად უმნიშვნელოვანეს ფიგურად მოიაზრებს, ამიტომ იუვენტუსი მის გასაფორმებლად ძალების დაზოგვას არ აპირებს.

იუვენტუსი ატალანტასთან საერთო ენის გამონახვას ცდილობს, პარალელურად კი ბიანკონერი წამსვლელი ფეხბურთელების გაყიდვაზე მუშაობს, რაც ჯუნტოლის ლა დეასთვის გაუმჯობესებული წინადადების გაკეთებაში დაეხმარება.