TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მომბლანო:“ სანჩოს იუვენტუსში ტრანსფერი გადაწყვეტილია“

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ლუკა მომბლანოს ინფორმაციით, ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერი იუვენტუსის რიგებში უკვე გადაწყვეტილია.

წყაროს ცნობით, სანჩო ტურინულ გრანდს 1-წლიანი იჯარით შეუერთდება, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რაც გარკვეული პირობების შესრულების შემთხვევაში სავალდებულო იქნება.

მომბლანოს თქმით, მომდევნო სეზონში მანჩესტერი ინგლისელი ფეხბურთის წლიური გასამრჯელოს 40 პროცენტს დაფარავს.