ტურამი:“ დამსახურებული გამარჯვება ძალიან ძლიერ გუნდთან…“
იუვენტუსის ნახევარმცველმა ხეფრენ ტურამმა ინტერთან მატჩი შეაფასა.
„ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. როგორც მოსალოდნელი იყო, ეს ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, რადგან ინტერი შესანიშნავი გუნდია, თუმცა ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
„ჩემი პოზიცია მოედანზე ? დღეს მეტად დაცვაში თამაში მომიწია, რადგან კოპმეინერსისა და მაკკენის გვერდით ვთამაშობდი და ისინი უფრო შემტევი ფეხბურთელები არიან. საბოლოო ჯამში მთავარი შედეგია, თითოეული ჩვენგანი ვითამაშებთ იქ, სადაც გუნდს დავჭირდებით.
„თამაში ჩემი ძმის წინააღმდეგ ? გამიხარდა, რომ მან ტრავმა მოიშუშა და დღეს თამაში შეძლო. ჩვენ ერთმანეთს ვუფრთხილდებით, მაგრამ მის წინააღმდეგ ასეთ მნიშნვლეოვან მატჩში თამაში ძალიან სასიამოვნოა.“