მოტა:“ ჩვენ ძალიან ახალგაზრდული და ხარისხით სავსე შემადგენლობა გვყავს…“
იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ინტერთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პირველი ტაიმი ძალიან დაძაბული და თანაბარი გამოვიდა, მეორე ნახევარში კი ჩვენ უკეთ ვითამაშეთ, მეტი მონდომება გამოვავლინეთ და ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ დამსახურებული და მნიშვნელოვანი ქულები მოვიპოვეთ.
„გამარჯვება გუნდს ყოველთვის დამატებით თავდაჯერებულობასა და დამატებით ენერგიას სძენს. პირველ ნახევარში ჩვენ გამარჯვებას არ ვიმსახურებდით, მეორე ნახევარში კი საგრძნობლად უკეთესები ვიყავით და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
„ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ზოგ მომენტში გამოცდილების ნაკლებობა გვეტყობა, თუმცა ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს და ვიცით, რომ თუ მუშაობას გავაგრძელებთ, ჩვენ მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვეძლება.
„ქომაგების გვერდში დგომა ? მე ამაზე ვერ ვისაუბრებ. ჩემი მიზანი და მოვალეობა გუნდის გაწვრთნა და ამბიციური მიზნებისთვის ბრძოლა, ყოველდღე 100 პროცენტით დახარჯვაა. ვიცი, რომ სწორ გზაზე ვართ და მიხარია, როდესაც ბიჭებს ასე მოტივირებულებს და ბედნიერებს ვხედავ.“