TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ გვინდა, დღეს დამსახურებულად გავიმარჯვოთ“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ინტერთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„რამდენად შეიცვალა იუვენტუსი ინტერთან პირველი მატჩის შემდეგ ? ჩვენ ახლა სხვა ფორმაცია და მომენტი გვაქვს. ჩვენ ამ მომენტისთვის ზედიზედ 3 გამარჯვება გვაქვს, რასაც მეტი ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა მოაქვს. გვინდა, რომ დღეს კარგი მატჩი ჩავატაროთ და დამსახურებულად გავიმარჯვოთ.

„ინტერი ძალიან ძლიერი გუნდია, მათ წინააღმდეგ პოზიტიური შედეგის მოსაპოვებლად ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ვიმოძრაოთ როგორც ბურთთან ერთად, ასევე მის გარეშე.

„ილდისი სკამზე ? ჩვენ წინ 95-წუთიანი დაძაბული მატჩი გველოდება, ამიტომ თითოეული ფეხბურთელის დახმარება დაგვჭირდება. ილდისის მსგავსი ფეხბურთელით შემადგენლობის გაძლიერება თამაშის მსვლელობაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს, როგორც ეს პირველ ტურში მოხდა.“

error: დაცული კონტენტი !