ტუდორი:“ ბიჭებმა ხასიათი აჩვენეს, წინსვლას თავდაჯერებულები ვაგრძელებთ“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ტუდორმა ლაციოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ვფიქრობ, მოედანზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამწუხაროა, რომ 3 ქულის მოპოვებამდე სულ რამდენიმე წამი დაგვაკლდა, ბიჭებმა დღეს მოედანზე ყველაფერი დადეს და ძალიან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვეს, წინ კიდევ 2 უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება გველოდება, რომლებსაც ჩვენ თავდაჯერებულები ვხვდებით.
„კალულუ ? სამწუხაროა, ჩვენ ბოლო 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი კაცნაკლულებმა დავასრულეთ და ეს მიუღებელია. მე ამ მომენტის სურათები ვნახე, მან ცუდი მოძრაობა გააკეთა, თუმცა გაურკვეველია, მოხვდა თუ არა მეტოქეს კალულუს ხელი. ჩვენ ეს სიტუაცია უნდა მივიღოთ და წინსვლა გავაგრძელოთ, პიერი ძალიან კარგი ბიჭია და ყველაზე მეტად ამ სიტუაციის გამო სწორედ ის არის იმედგაცრუებული.“