ჯუნტოლი:“ ჩვენ მომდევნო სეზონში მნიშვნელოვანი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, ვლაჰოვიჩის მომავალი ?…“
იუვენტუსის დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ლაციოსთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.
„ამ შეხვედრის მნიშვნელობა ? ჩვენი მიზანი ამ სეზონის სტარტზე კონკრეტული ფინანსური და ტექნიკური შედეგების მიღწევა იყო. დარწმუნბულები ვართ, რომ მომდევნო სეზონში ჩვენ უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ, იმის მიუხედავად, გავალთ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე.
„ვლაჰოვიჩი ? ჩვენ მასთან შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. სეზონის ბოლოს ჩვენ ვისაუბრებთ და გადავწყვეტთ, გავაგრძელებთ ერთად მუშაობას, თუ ჩვენი გზები გაიყოფა.
„სხვაობა ტუდორას და მოტას შორის ? ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ძალიან ახალგაზრდა გუნდი გვყავს, რომელსაც ადაპტაციის გავლა მარტივად შეუძლია. ჩვენ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებას რამდენიმე მატჩი გვაშორებს და ამისთვი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
„ტუდორი ? მან გუნდს თავისი ხელი უკვე დაატყო. იგორის თაობაზე გადაწყვეტილებას მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ მივიღებთ.“