იუვე უდინეზესთან მატჩს დაცვაში საგანგაშო სიტუაციაში ხვდება…
ლაციოსთან მოპოვებული ქულის შემდეგ, იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი სულ უფრო მცირდება.
ტურინულმა გრანდმა სეზონის დარჩენილ მატჩებში, რომლებშიც ბიანკონერის მეტოქეები უდინეზე და ვენეცია იქნებიან, გამარჯვება უნდა მოიპოვოს, თუმცა შესაძლოა ლიგაზე გასასვლელად არც ეს აღმოჩნდეს საკმარისი.
იგორ ტუდორის გუნდი მომდევნო ტურში უდინეზეს უმასპინძლებს, სეზონს კი ვენეციასთან გასვლაზე მატჩით დახურავს.
ტურინულ გრანდს მომდევნო ტურში დაცვაში სერიოზული პრობლემები ექნება. გუნდს ტრავმების გამო კელი, ბრემერი, კაბალი და კამბიაზო ვერ დაეხმარებიან, კალულუ და სავონა შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ, ხოლო ალბერტო კოშტას თამაში, ვინც დღევანდელი მატჩი ნაადრევად ტრავმის გამო დატოვა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას…