TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ტრევიზანი:“ იუვენტუსი ჯერჯერობით თავისი პოტენციალის 30 პროცენტზეა“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა რიკარდო ტრევიზანიმ იუვენტუსის სეზონის სტარტი შეაფასა.

„ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, იუვენტუსს სეზონის კარგი სტარტი აქვს. გუნდი ამ მომენტისთვის თავისი პოტენციალის მხოლოდ 30 პროცენტს აჩვენებს. დუგლას ლუისი ადრე თუ გვიან ადაპტაციას გაივლის და თავის რეალურ შესაძლებლობებს გვაჩვენებს, გუნდს აკლია მილიკი, ნიკო.

„გუნდის ახალ პროექტს განვითარებისთვის დრო დასჭირდება, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ მათ დიდი პოტენციალი აქვთ. შეხედეთ ტურამს, მან უდინეზესთან მატჩში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა, ის ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და გაცილებით მეტი შეუძლია.

„რაც მთავარია, ჩვენ ჯერ არ გვინახავს ტეუნ კოპმეიენრსი და მისი გამორჩეული ხარისხი. ტრავმამ მისი ადაპტაცია შეანელა, თუმცა ტეუნის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა უბრალოდ სიგიჟეა.“

error: დაცული კონტენტი !