ევერტონის ფორვარდი იუვეს სიაში დაბრუნდა
Calciomercato-ს ინფორმაციით, იუვენტუსი ევერტონის ფორვარდის ბეტოს მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, 26 წლის შემტევი ამ მომენტისთვის ბიანკონერის პრიორიტეტი არ არის, თუმცა მომდევნო კვირებში შესაძლოა სიტუაცია შეიცვალოს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯუნტოლი უდინეზეს ყოფილი ფორვარდის გაფორმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ეცდება, თუ ევერტონი მის იჯარით გაშვებას დათანხმდება, შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.