იუვეს ლილთან რთული დაპირისპირება ელოდება…
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში იუვენტუსი გასვლაზე ლილს დაუპირისპირდება და ტიაგო მოტას გუნდს წინ საკმაოდ რთული გამოწვევა ელოდება.
ლილმა ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლა სპორტინგთან მარცხით დაიწყო, თუმცა სეზონის მსვლელობისას ფორმაში შევიდა და ჯერ რეალი დაამარცხა, შემდეგ კი ატლეტიკოს გასვლაზე აჯობა.
ლილმა ბოლოს იტალიურ გუნდს 2020/21 წლების ევროპა ლიგის გათამაშებაზე საუპირისპირდა, მაშინ ფრანგებმა მილანს ერთი თამაში მოუგეს, მეორე მატჩი კი ფრედ დასრულდა.
შიდა ჩემპიონატს რაც შეეხება, ლილი ლიგა 1-ის მე-4 პოზიციას იკავებს, ფრანგები ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებლები არიან და ლიდერ პსჟ-ს 8 ქულით ჩამორჩებიან.