ტონი:“ კოლო მუანი მოტას სქემას მეტად შეეფერება, თუმცა ვლაჰოვიჩი დიდებული ფორვარდია“
ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ლუკა ტონიმ იუვენტუსში კოლო მუანისა და დუშან ვლაჰოვიჩის კონკურენციაზე ისაუბრა.
„კოლო მუანიმ იუვენტუსის რიგებში ჩატარებულ 2 მატჩში უკვე 3 გოლი გაიტანა, მას ძალიან კარგი სტარტი აქვს, თუმცა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის ამ ფორმის შენარჩუნებას. კოლოს გოლების მხრივ კარგი სეზონი მხოლოდ აინტრახტირს რიგებში ჰქონდა.
„კონკურენცია ვლაჰოვიჩთან ? ვფიქრობ, კოლო უფრო მოძრავი ფორვარდია, ამიტომ ის მოტას სათამაშო სტილსა და სქემას მეტად შეეფერება, მაგრამ ვლაჰოვიჩი საჯარიმოში ნამდვილი მკვლელია და თავის მომენტს აუცილებლად გამოიყენებს. არ ვიცი, მოუწევს თუ არა დუშანს კვლავ სათადარიგოთა სმაკზე ყოფნა, მაგრამ დარმწუნებული ვარ, ის პროფესიონალი იქნება და გუნდისთვის ყოველთვის ბოლომდე დაიხარჯება.“