სპალეტის უპირველესი მოთხოვნა ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაა
2025-26 წლების სეზონი ოფიციალურად დასრულდა და იუვენტუსის ხელმძღვანელობა მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა.
ლუჩიანო სპალეტი უახლოეს საათებში ჯონ ელკანს შეხვდება და მხარეები არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის, მათ შორის გუნდის სატრანსფერო სტრატეგიის თაობაზე გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
SportMediaset-ის ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტის ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა გუნდში დუშან ვლაჰოვიჩის შენარჩუნებაა. ტურინული გრანდი მზად არის, სერბისთვის შეთავაზებული წინადადება 7 მილიონ ევრომდე გაზარდოს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
