სპალეტი:“ იუვენტუსში იმ ფეხბურთელის ადგილი არ არის, ვისაც ხასიათი და პერსონალობა არ აქვს“
ლუჩიანო სპალეტიმ სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„რამდენად იქონია სხვა მატჩების შედეგმა ფეხბურთელების თამაშზე გავლენა მეორე ტაიმში ? ამან გავლენა ნამდვილად იქონია, ფეხბურთელები სხვა მატჩებს აკვირდებოდნენ და იცოდნენ, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ გავდიოდით, მაგრამ ეს ჩვენ იმის უფლებას არ გვაძლევს, რომ გამარჯვებისთვის ბრძოლა შევწყვიტოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება გუნდის, ქომაგების, მაისურის წინაშე, ფეხბურთელებმა თავიანთი ხასიათი სწორედ ასეთ დროს უნდა გამოავლინონ
„კომოლის სიტყვები, რომ იუვენტუსი სპალეტისთან ერთად ძლიერი იუვენტუსის შენებას გააგრძელებს ? ეს ჩვენი მიზანია, ჩვენ გვაქვს ძალიან სოლიდური და კარგი საძირკველი, შეგვიძლია შევქმნათ გუნდი, რომელიც თითოეულ მატჩში იბრძოლებს და მოედანს თავაწეული დატოვებს, რადგან როდესაც შენ ბოლომდე იბრძვი, შენ შენი თავით სიამაყის საფუძველი გაქვს, საბოლოო შედეგის მიუხედავად. ჩვენ გუნდში გარკვეული პრობლემები გვაქვს და მათ აღმოფხვრას ვგეგმავთ.
„იყო თუ არა მენტალობისა და ხასიათის ნაკლებობა ლიგის მიღმა დარჩენის მიზეზი ? მხოლოდ ხასიათი და მენტალობა საკმარისი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით ეს თვისებები ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფიზიკური მახასიათებლები და ხარისხი, ტექნიკა. სწორედ ფეხბურთელის ტვინი არის ის, რაც მას თავისი შესაძლებლობების სწორად გამოყენების შესაძლებლობას აძლევს. რა თქმა უნდა, ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს გათვლი, ერთა ეპიზოდმა შესაძლოა ყველაფერი შეცვალოს, მაგრამ მატჩის შემდეგ შენ არ უნდა გქონდეს იმის განცდა, რომ მეტის გაკეთება შეგეძლო.
„თუ შენ ეჭვით და შიშით თამაშს გააგრძელებ, შენ ხასიათი არ გაქვს, ასეთ შემთხვევაში კი იუვენტუსის მაისურის ტარებას არ იმსახურებ. ხასიათის და მენტალობის სწავლება ძალიან რთულია. შენ შეგიძლია გაიუმჯობესო ტექნიკა, ტაქტიკური ცოდნა, მაგრამ ხასიათი არის ის, რაც უბრალოდ უნდა გქონდეს. სწორედ ეს არის ჩვენი არასტაბილურობის მთავარი მიზეზი.
„ჩვენ ერთი პერიოდი ძალიან კარგ, გამართულ ფეხბურთს ვთამაშობდით, შემდეგ კი პრობლემები საკუთარ თავებს შვუქმენით, ამ ყველაფერს უიღბლობაც დაემატა, ჩვენ რამდენჯერმე, ძალიან მნიშვნელოვან მომენტში დაუმსახურებლად დავისაჯეთ
„ჩვენ გვჭირდება ლოკატელის, მაკკენის მსგავსი ფეხბურთელები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ, დარბიან, იბრძვიან და გუნდის წარმატებისთვის არანაირ დათმობაზე არ მიდიან.
„იმედი მაქვს, რომ მატჩის წინ მომხდარი ინციდენტების დროს დაზიანებული ქომაგები თავს უკეთ გრძნობენ, მათ მთელი იუვენტუსის სახელით ჯანმრთელობას და უმოკლეს დროში გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ერთი დღის წინ გავრცელდა სრულიად აბსურდული და შეურამწყოფელი კომუნიკე, რომელიც იუვენტუსის ქომაგებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა. როდესაც ოფიციალური წარმომადგენელი ასეთ განცხადებას აკეთებ, შენ არა პრობლემას, არამედ ფერებს ებრძვი.“
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
