იუვენტუსსა და ლუკუმის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, იუვენტუსი ჯონ ლუკუმის მიმართ ინტერესს არ კარგავს.
წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ინტერესი კოლუმბიელი მცველის მიმართ სერიოზულია და იუვენტუსი ტარიკ მუჰარემოვიჩის სანაცვლოდ მიღებული თანხის გამოყენებას სწორედ მის გასაფორმებლად გეგმავს.
რომანოს თქმით, ლუკუმი იუვენტუსში თამაშზე ოცნებობს და სხვა გუნდებთან ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებზე უარს ამბობს.
ჩვენი გუნდის მხარდაჭერა შეგიძლია აქ.
შემოგვიერთდი ტელეგრამზე (დააკლიკე აქ).
