TuttoJuve

Juve per sempre sarà

სპალეტი:“ მათემატიკა უნდა დავივიწყოთ და თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ“

ლუჩიანო სპალეტიმ ვერონასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ოთხეული ? შენ სეზონს ოთხეულში დაასრულებ იმ შემთხვევაში, თუ ამას იმსახურებ. ჩვენ გასულ მატჩებში საჭირო სტანდარტი შევინარჩუნეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ მათემატიკა უნდა დავივიწყოთ და თითოეულ შეხვედრაში გავაკეთოთ ის, რაც მოგვეთხოვება, ეს კი გამარჯვებისთვის ბრძოლაა.

„ილდისი ? სამედიცინო შტაბი მის სიტუაციას აკვირდება. კენანს გარკვეული პრობლემები ჰქონდა, თუმცა ახლა ის თავს კარგად გრძნობს. ილდისმა იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის და მას სურს, რომ მოედანზე იყოს და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს.

„ვლაჰოვიჩი ? ის ძალიან დიდი პროფესიონალია და კარგად ვარჯიშობს. დუშანს აქვს ის მახასიათებლები, რომლებიც ჩვენ გვჭირდება, მას შეუძლია, სეზონის ბოლო მატჩებში გადამწყვეტი როლი ითამაშოს.

„ჩვენ გარკვეულ რისკებზე წასვლისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩემპიონთა ლიგა აჯილდოებს მათ, ვინ რისკებს არ უშინდება, არა მათ, ვინც რისკებს გაურბის. მაგალითისთვის, მე ჩვენი მილანთან თამაშით უკმაყოფილო დავრჩი, ჩვენ მეტოქეს მივეცით შესაძლებლობა, რომ თამაშის ტემპი და წესები ეკარნახა, მე ეს არ მომწონს.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)