იუვენტუსი მირეტის გაყიდვას გეგმავს
ფაბიო მირეტი სეზონის ბოლოს იუვენტუსის რიგებს დატოვებს.
Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ახალგაზრდა იტალიელი ლუჩიანო სპალეტის გეგმებში არ შედის, ამიტომ ბიანკონერი მის გაყიდვას და მიღებული თანხით სატრანსფერო ბიუჯეტის გაზრდას გეგმავს.
წყაროს ინფორმაციით, მირეტის მსურველები როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ტოპ ჩემპიონატებში ჰყავს. ტურინულ გრანდს მის სანაცვლოდ დაახლოებით 20 მილიონი ევროს გამომუშავების იმედი აქვს
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
