ელკანი ბრაზილიური ბოტაფოგოს ყიდვას ცდილობს
იუვენტუსის მფლობელი ჯონ ელკანი ბრაზილიური გუნდი ბოტაფოგოს ყიდვას ცდილობს.
Financial Times-ის ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და Exor-ის პრეზიდენტი უახლოეს პერიოდში პირველ ოფიციალურ წინადადებას წარადგენს.
თუ ელკანი ბრაზილიური გუნდის შეძენას შეძლებს, ბოტაფოგო იუვენტუსისთვის ბრაზილიელი ტალანტების პოვნისა და შემდგომში მათი ტურინში გაშვებისთვის იდეალური პლატფორმა იქნება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
