TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

სიტის შემდეგ, იუვენტუსმა ლუისის თაობაზე ჩელსის წინადადებაზე თქვა უარი

მანჩესტერ სიტის შემდეგ, იუვენტუსის ნახევარმცველის დუგლას ლუისის ტრანსფერის მიმართ ინტერესი ჩელსიმ გამოთქვა, თუმცა ლონდონელებს ბრაზილიელი ფეხბურთელის გაფორმება გაუჭირდებათ.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ჩელსიმ ლუისის იჯარით გაფორმება სცადა, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, მაგრამ იუვენტუსისგან უარი მიიღო.

წყაროს ცნობით, ბიანკონერი ბრაზილიელის იჯარით გაშვებას არც კი განიხილავს, ამიტომ მისი გუნდიდან წასვლა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფაქტობრივად გამორიცხულია.

error: დაცული კონტენტი !