ჩელსი ვეიგას სანაცვლოდ 25 მილიონს ითხოვს
იუვენტუსსა და ჩელსის შორის რენატუ ვეიგას ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები გრძელდება.
Sky Sport-ის ინფორმაციით, ტურინულ გრანდს პორტუგალიელი ტალანტის 15 მილიონი ევროს ფარგლებში გაფორმების იმედი აქვს, ჩელსი კი თავის მხრივ 25 მილიონ ევროს ითხოვს.
წყაროს ცნობით, ბოლო საათებში ვეიგას ტრანსფერზე ლაციოც გააქტიურდა, თუმცა ჯერჯერობით ფავორიტად იუვენტუსი მოიაზრება.