TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

შკრინიარი იუვეში გადასვლის სანაცვლოდ ხელფასის შემცირებას დათანხმდა

Corriere dello Sport-ის ცნობით, იუვენტუსი მილან შკრინიარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

წყაროს ინფორმაციით, სლოვაკმა ფეხბურთელმა იანვარში იუვენტუსში ტრანსფერზე თანხმობა განაცხადა და სანაცვლოდ ხელფასის შემცირების წინააღმდეგი არ არის.

შკრინიარის იუვენტუსში ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალური, თუ პსჟ ფეხბურთელის იჯარით გაშვებას დათანხმდება.