იანვარში ვლაჰოვიჩის გაყიდვა არ განიხილება
ინგლისური გუნდების მხრიდან არსებული ინტერესის მიუხედავად, იანვარში დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვა არ განიხილება.
კრისტიანო ჯუნტოლიმ კალიარისთან მატჩის წინ დაადასტურა, რომ ვლაჰოვიჩს, მის აგენტსა და გუნდს შორის შესანიშნავი ურთიერთობაა და მხარეები ახალი კონტრაქტის თაობაზე მოლაპარაკებებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ განაახლებენ.
სერბი ფორვარდის მიმდინარე ხელშეკრულება 2026 წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ თუ წლის ბოლომდე მხარეებს საერთო ენის გამონახვა არ გამოუვიდათ, ვლაჰოვიჩის გაყიდვა სეზონის ბოლოს გარდაუვალი იქნება.