იუვენტუსმა მაკკენისთან ახალ კონტრაქტზე მუშაობა დაიწყო
იუვენტუსს უესტონ მაკკენისთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სურს და მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
მირკო დი ნატალეს ინფორმაციით, ტიაგო მოტა ამერიკელი ფეხბურთელის თამაშით კმაყოფილია და მისი გუნდში შენარჩუნება სურს.
მაკკენის მიმდინარე კონტრაქტი ტურინულ გრანდთან 2026 წლის ზაფხულში იწურება, ბიანკონერის მისი ხელშეკრულების კიდევ 2 წლით გახანგრძლივება უნდა.